„ლიხაურელი “სპილბერგა”, გიორგი ცეცხლაძე,იგივე ჯოტია. ცენცი მანქანა სახლში დატოვა“ – ასეთი წარწერით ფოტოს სოციალური ქსელში ფეისბუქის მომხარებელი ირმა გორდელაძე აქვეყნებს.
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მასშტაბით, რაც მანქანების გადაადგილება აკრძალულია, სოციალურ ქსელში არაერთი ფოტო გავრცელდა როგორ გადაადგილდებიან ადამიანები. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ლიხაურში მცხოვრები გიორგი ცეცხლაძე ოზურგეთში პურისფქვილის და სხვა საჭირო პროდუქტების შესაძენად ტრაქტორით ჩამოვიდა.
„არ ველოდებოდით მანქანებით გადაადგილებით შეზღუდვას. გადავწყვიტე ქალაქში ტრაქტორით ჩამოვსულიყავი. მხოლოდ ჩემთვის არ ამომიტანია პროდუქტები, დაახლოებით 8 ოჯახს ამოვუტანე, აქედან უმეტესობა ჩემი ბიძაშვილია“,_ გვითხრა გიორგი ცეცხლაძემ.