„გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ბიოლოგიური მასალის ანალიზით დადგინდა, რომ წლისა და ექვსი თვის გოგონას ოზურგეთიდან კორონავირუსი, არ დაუმტკიცდა“ , – ეს ინფორმაცია მედიას ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ მიაწოდა.
მისივე თქმით, ასევე კორონავირუსზე ანალიზი აუღეს 62 წლის მამაკაცს ზუგდიდიდან.
„გუშინ 62 წლის მამაკაცს და წლისა და ექვსი თვის გოგონას ავუღეთ ანალიზი. არცერთ მათგანს კორონავიური არ დაუდასტურდა და მათი ანალიზის პასუხები იყო უარყოფითი, _ თქვა ნანა მხეიძემ.