პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ, პრეზიდენტის სასახლესთან საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული აკრძალვების საწინააღმდეგო აქცია გამართა. მას ხელში მუყაოს ნაჭერი ეჭირა, წარწერით _ „12 სკამის“ კინოეკრანიზაციიდან, რაც, ჯაფარიძის თქმით, ისთეთივე დამახინჯებული ფრანგულით წერია, როგორც პრეზიდენტი ლაპარაკობს ქართულად.
„აკრძალული მაქვს საპროტესტო აქციები, ერთი საპროტესტო აქციის გამო დამაჯარიმეს და მეორე საპროტესტო აქციის შემთხვევაში, მემუქრება ციხე, ამიტომ ეს არ არის საპროტესტო აქცია, ეს არის საგანმანათლებლო აქცია, რომლის მიზანიცაა საქართველოს მოქალაქეებს გავაგებინო, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილობს. ამ ყველაფერში ბევრი ვინმეა დამნაშავე, მათ შორის ხელისუფლება, ვინაიდან ადამიანები შიმშილის ზღვარზე მიიყვანა ხელისუფლებამ „ბევრი იდიოტური აკრძალვის გამო“, რომელთა შორისაა კომენდანტის საათი და საგანგებო მდგომარეობა. მაგრამ, მისი განმარტებით, ხალხს ავიწყდება, რომ „ქალი, რომელიც აქ ჩამოვიდა დასასვენებლად და საპენსიო ასაკის გადასატარებლად, ეს ქალიც ერთ-ერთი დამნაშავეა, რადგან მისმა დეკრეტებმა მიიყვანა ადამიანები შიმშილის პირამდე“, – ამბობს ზურა ჯაფარიძე.