“იმედი”! ვაი თქვენს პატრონს, უბედურს! და თქვენი მარიონეტების პატრონს! _ ამის შესახებ ამერიკაში მოღვაწე ექიმი ზურაბ გურული ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
გურული ეხმიანება აღნიშნული მედიასაშუალების მიერ მომზადებულ სიუჟეტს, რომელიც ქართველი ექიმების და მათ შორის თენგიზ ცერცვაძის მოღვაწეობას და წარმატებულ სახელს უკავშირდება.
“ველოდები მოუთმენლად გადაცემას.
სახელმწიფო ჯილდოს მიღებისას პრეზიდენტთან გადაღებული ფოტოა თქვენი სამხილი, ხომ?
აბა, ვნახოთ, რა მოამზადეთ!
ისე, დიდი მადლობა!!!
დაამტკიცეთ ის, რის დამტკიცებასაც ვცდილობდი ეს დღეებია. მედიცინა აქ არაფერ შუაშია და არც არასოდეს იყო. მთელ მსოფლიოში გაფანტული და საქართველოში დარჩენილი ქართველი პროფესიონალი ექიმების პოტენციურად სახიფათო ინტელექტუალური გაერთიანება შედგა და ამის შეგეშინდათ.”, _ წერს გურული.