სამტრედიის მუნიციპალიტეტის, ეწერის თემის, სოფელ გვიმრალას მკვიდრს, მარო ჭაფოძე-ოჩხიკიძეს დღეს 100 წელი შეუსრულდა.
საუკუნის ქალბატონს იუბილე მიულოცეს ოჯახის წევრებმა და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებმა.
ასი წლის მარო ჭაფოძესთან ხელდამშვენებული მივიდა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერ ის, ვალერიანე ფოცხვერიას მილოცვა გადასცა ეწერის თემში სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, რევაზ ივანიაძემ. მას თან ახლდა ეწერის მკვიდრი კობა კოპალეიშვილი. იუბილარს 101 ვარდი და დაახლოებით, 100 ლარის ღირებულების სასურსათო პაკეტი მიართვეს სხვადასხვა სახის პროდუქტებით. იუბილარს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ასევე, ანგარიშზე 500 ლარი ჩაერიცხა.
,,101 ვარდი მომავლის რწმენით მოვართვით და იმ იმედით, რომ გაისად ამ დროს კვლავ მოვალთ, რათა ქალბატონ მაროს 101 წლის შესრულება მივულოცოთ,“_ თქვა მერის წარმომადგენელმა, რევაზ ივანიაძემ.
მარო ჭაფოძე-ოჩხიკიძეს ერთი შვილი, სამი შვილიშვილი, ოთხი შვილთაშვილი და ორი შვილთაშვილიშვილი ჰყავს.