ქალაქების გახსნა არ ნიშნავს იმას, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით საკომენდანტო საათი იქნება გაუქმებული, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ტურიზმის ამოქმედების აღდგენის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.
მისი განმარტებით, შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნის შემდეგაც, ჩვეულ რეჟიმში, საღამოს 9-დან დილის 6 საათამდე იმოქმედებს კომენდანტის საათი.
დღეს ცნობილი გახდა, რომ 11 მაისიდან თბილისში მიმოსვლა აღდგება, 14 მაისიდან სრულად გაიხსნება მიმოსვლა რუსთავსა და გარდაბანში, 18 მაისიდან კი – მარნეულში გადაადგილება იქნება შესაძლებელი.