ბოლო 24 საათში, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
გუშინ ამ დროს ქვეყანაში 639 შემთხვევა იყო დადასტურებული, ცოტა ხანში ინფიცირებულთა რიცხვი 3-ით გაიზარდა და 642 გახდა, ამ დილა კი კიდევ 5 ახალი შემთხვევა დაემატა.
როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განმარტა:
„8 ახალი შემთხვევიდან 4 შემთხვევა დადასტურდა საკაარნტინო სივრცეში და ისინი 11 მაიის დადასტურებული ერთ-ერთი შემთხვევის კონტაქტები არიან, რაც შეეხება სხვა 4 შემთხვევას – 2 არის საკარანტინო სივრციდან კონტაქტები, ერთი არის ბოლნისიდან და ერთი თეთრი წყაროდან“.
სულ ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 647, მათ შორის გამოჯანმრთელებული – 372, ხოლო გარდაცვლილი – 11.
კოვიდ ცენტრებში ამ დროისთვის 264 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.