ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება შედარებით დასტაბილურდა და კონტროლს ექვემდებარება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ყველანაირი, ასე თუ ისე, წარმატებული ბრძოლა პანდემიასთან არ ნიშნავს, რომ უკვე საბოლოო დასკვნები უნდა გავაკეთოთ, ეს არის დიდი ხნის პროცესი და ეს ვირუსი ჩვენთან როგორც ჩანს, დიდხანს დარჩება.
„სამწუხაროდ, დღეს დილით გახდა ცნობილი, რომ გვყავს კიდევ ერთი გარდაცვლილი. ეს სამწუხარო ფაქტი ადასტურებს, რომ საბოლოოდ, რაღაც დასკვნები არ უნდა გავაკეთოთ. ყველანაირი, ასე თუ ისე, წარმატებული ბრძოლა პანდემიასთან არ ნიშნავს, რომ უკვე საბოლოო დასკვნები უნდა გავაკეთოთ, ეს არის დიდი ხნის პროცესი და ეს ვირუსი ჩვენთან როგორც ჩანს, დიდხანს დარჩება“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 652 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 383 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 12. კარანტინის რეჟიმშია 4246 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 394.