CNN-ის ინფორმაციით, ესპანეთში 113 წლის ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.
მაუწყებლის ცნობით, ის ქვეყანაში ყველაზე ხანდაზმული ადამიანია.
როგორც მარია ბრანიასი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ ამბობს, თავს კარგად გრძნობს.
„რაც შეეხება ჩემს ჯანმრთელობას კარგად ვარ, ცოტას ვღელავ, როგორც ალბათ ყველა“,_ ამბობს ასაკოვანი ქალბატონი ვიდეოში, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
მზრუნველობის სახლში ამბობენ, რომ მარიას 4 მარტს დაბადების დღე ჰქონდა, ოჯახის წევრების სტუმრობის შემდეგ კი მალევე ავად გახდა. მან კორონავირუსი მსუბუქი ფორმით გადაიტანა.
ბრანიასი 1907 წლის 4 მარტს დაიბდა სან- ფრანცისკოში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მამამისი ჟურნალისტად მუშაობდა.
113 წლის ქალი ცოცხალი გადარჩა მეორე მსოფლიო ომში, ასევე გადაურჩა 1918 წლის პანდემიას, რასაც 50 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
მზრუნველობის სახლში, სადაც ბრაიანსი გამოჯანმრთელდა, კორონავირუსს 2 ადამიანი ემსხვერპლა.
მზრუნველობის სახლში ამბობენ, ამ დროისთვის მდგომარეობა სახლში გაუმჯობესებულია.