„გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე“ აქციაში ჩოხატაურიც ჩაერთო. შესაბამისი ლაბორატორიით აღჭურვილი სისხლის ბანკის ბრიგადა ხელოვნების სასახლეში იმყოფებეოდა.
აქციაში მონაწილეობდნენ „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის წევრები, მერიის თანამშრომლები, აქტივისტები და მოხალისეები. ყველა მათგანმა თერმოსკრინინგი გაიარა. დაცული იყო სოციალური დისტანცია და ჯანმრთელობის სამინისტროსა და მედიკოსების რეკომენდაციები.
შეგახსენებთ, რომ აქცია „გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად” საქართველოს მასშტაბით, ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებით ტარდება.