საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სესხების გადავადების შესახებ მიღწეულ შეთანხმებას ვადა გუშინ გაუვიდა, შესაბამისად ახალი მოლაპარაკების ფარგლებში სესხები 3 თვით კიდევ შემდეგ მოქალაქეებს გადაუვადდებათ:
„ყველა იმ მოქალაქეს, ვინც დაკარგა სამსახური და სახელმწიფო ეხმარება სოციალური დახმარების ფარგლებში ანტიკრიზისული გეგმით, მომდევნო 3 თვე კიდევ გადაუვადდება
ყველა იმ მოქალაქეს, ვისაც შეუმცირდა შემოსავალი და მიმართავს ბანკს, 3 თვით კიდევ გადაუვადდება სესხის გადასახადი და ეს მოხდება პროენტის კაპიტალიზაციის გარეშე“,_ განმარტა პრემიერმა.