ვერძს ცვლილებები უყვარს. მარტოს შეუძლია ავეჯის გადაადგილება, კედლების დანგრევა. სამუშაო მალე ბეზრდება და შესაძლოა, რემონტი განუსაზღვრელი დროით გადადოს. უმჯობესია, თუ გვერდით დამხმარე ან მრჩეველი ეყოლება.
თუ კურომ სიზარმაცე დაძლია, შესაძლოა, სარემონტო სამუშაოში თავადაც ჩაერთოს. სახლს ისე მოაწყობს, რომ ყველაფერი ტახტზე წამოწოლილმა, პულტით მართოს. ამასთან ძუნწიცაა და თითო ლურსმნის ყიდვისას შეუძლია ივაჭროს.
მოუსვენარი ტყუპი მასალისა და ინსტრუმენტების საყიდლად არ გაუშვათ. უამრავ ლამაზ, მაგრამ გამოუსადეგარ ნივთს იყიდის. დაუსრულებელი საუბრით ყველას მოაცდენს. გარდა ამისა, შესაძლოა, დასრულების პირას მიყვანილი რემონტი აღარ მოეწონოს და ხელოსნებს თავიდან გააკეთებინოს.
კირჩხიბისთვის სახლი მისი ციხესიმაგრეა. მუშებს პირველ რიგში სამზარეულოს გარემონტებას დაავალებს. მისი დიზაინით გარემონტებულ ბინაში თავს ყველა კომფორტულად გრძნობს.
ლომი უამრავ ფულს დახარჯავს საკუთარი ბინა სასახლეს რომ დაამსგავსოს, მდიდრულად მოაწყოს. მუშებს უხელმძღვანელებს, მაგრამ თვითონ არაფრის გაკეთების შნო არა აქვს.
ქალწული ყველა სამუშაოს თვითონ შეასრულებს, რათა ზედმეტი თანხა არ დახარჯოს. ყველა სარემონტო მაღაზიას შემოირბენს, რათა ყველა საჭირო ნივთი მოიმარაგოს.
დიზაინერის ნიჭი სასწორს ინტერიერის გაფორმებაში დაეხმარება. შეუძლია „კოსმეტიკური” რემონტით შემოიფარგლოს.
მორიელი ყველას აკრიტიკებს, არაფერი მოსწონს. თავად კი ყველაზე რთულ სამუშაოსაც კი იდეალურად ასრულებს. ბინაში მისი მოსასვენებელი ადგილი სააბაზანოა. ამიტომ, მას მაქსიმალურად კომფორტულად მოაწყობს.
მშვილდოსანს უნდა, რომ საკუთარი ბინა მოდურ ჟურნალში ნანახივით მოაწყოს, მაგრამ ვერ ხვდება, რომ ყველა იდეის ერთ ოთახში განხორციელება წარმოუდგენელია.
თხის რქის ხელმძღვანელობით ყველა სამუშაო იდეალურად, განსაზღვრულ დროში შესრულდება. ბინას მკაცრად, მხოლოდ აუცილებელი ნივთებით მოაწყობს.
მერწყული ათასჯერ გააკეთებს რემონტს, სანამ საკუთარ ბინას იდეალურს არ დაამსგავსებს. მცირე დეტალების შეცვლა ყოველწლიურად შეუძლია. რემონტს ან მარტო, ან მეგობრების დახმარებით აკეთებს.
თევზები ხან აკეთებს რემონტს, ხან განუსაზღვრელი ვადით გადადებს. დაუსრულებლობის მიზეზი რამდენიმეა: სასიყვარულო გატაცებები, ეკონომიკური მდგომარეობა, აპათია.