ოპოზიცია არღვევს შეთანხმების ორივე ნაწილს, ჩვენ ვასრულებთ ორივე ნაწილს“, _ ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში მონაწილეობასთან დაკავშირებით განაცხადა.
„მათემატიკურად ეს ცვლილებები აწყობს ოპოზიციას, რადგან ამ ცვლილებებით მიიღებენ მეტ მანდატს ვიდრე მიიღებდნენ 77/73-ზე მოდელის შემხვევაში. თუმცა რეალობაა ისიც, რომ ისინი ხედავენ, არჩევნებს მათთვის აზრი აქვს დაკარგული, ისინი ამ არჩევნებში მარცხისთვის არიან განწირული. შესაბამისად, ისინი გადართული არიან დესტრუქციაზე. გიორგი რურუა არის საბაბი, მიზეზი ისაა, რომ არჩევნებში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავენ. ერთი არის 12%-იანი, მეორე – 3%-იანი პარტია. ასეთ პირობებში მათთვის არჩევნებმა აზრი დაკარგა. ჩვენ 8 მარტის შეთანხმებით ორი ვალდებულება ავიღეთ: ერთი გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ყველამ მხარი უნდა დავუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს და მეორე გულისხმობს იმას, რომ არავინ უნდა განახოეციელოს მართლმსაჯულების პოლიტიზირება. როცა ოპოზიცია ითხოვს სასამართლოზე ზეწოლას, ეს არის ზუსტად მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზირება. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია არღვევს შეთანხმების ორივე ნაწილს, ჩვენ ვასრულებთ ორივე ნაწილს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.