იტალიამ ევროპელი ტურისტებისთვის საზღვრები გახსნა.
როგორც dailymail იუწყება, დღეიდან ევროპელ ტურისტებს იტალიაში მოგზაურობის უფლება კარანტინის გავლის გარეშე აქვთ.
იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯუზეპე კონტეს განცხადებით, ეს რისკიანი ნაბიჯია, თუმცა, ტურიზმი რომ არ გახსნილიყო, ამას ვეღარასდროს შეძლებდნენ.
ცნობისთვის, იტალიაში კორონავირუსის 230,000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 33,500 ლეტალურად დასრულდა.