ახმეტის მუნიციპალიტეში, სოფელ ოჟიოში მომხდარი ავარიის შედეგად 20 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. მანქანაში მყოფი 2 ადამიანი კი მსუბუქად დაშავდა.
როგორც „გურია ნიუსს“ მერის წარმოამდგენელმა აღნიშნულ თემში, დავით მეზვრიშვილმა განუცხადა, ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.
შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.