დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყანაში საჰაერო მიმოსვლის აღდგენა და ტურისტების მიღება განსაკუთრებულ რისკთან არაა დაკავშირებული, რადგან პირველ ივლისამდე უსაფრთხოების ყველა ზომა დაცული იქნება და არც ვიზიტორებისთვის და არც ადგილობრივებისთვის საფრთხეს არ შექმნის საქართველოს საზღვრების გახსნა.
„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, საჰაერო მიმოსვლა არ შეწყვეტილა არც ერთი წამით. ისევე, როგოც არ შეწყვეტილა ტრაილერების მოძრაობა და დღესაც გრძელდება სატრაილერო მიმოსვლა. უბრალოდ, ყველაფერი უნდა იყოს კონტროლის ქვეშ. ტურისტების შემოსვლაზე ჯერ არაა საუბარი. 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი იხსნება, 1-ლი ივლისიდან გარე ტურიზმი გაიხსნება, მაგრამ ყველაფერი იქნება მაქსიმალურად კონტროლირებადი. ანუ ტურისტი უნდა მოდიოდეს და არ ეშინოდეს, სად მოდის და ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს, საიდანაც მოდის. მე მგონი, აქამდე არ დავხვდით ხომ ცუდად? მიმდინარეობს მუშაობა, 1-ელ ივლისამდე ჯერ კიდევ შორია, იქამდე, შეიძლება, რაღაცები დალაგდეს, შეიცვალოს, ასე რომ, ყველაფერს მოგახსენებთ თავის დროზე“, – განაცხადა პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე