“გურია ნიუსს“ არაერთი მკითხველი დაუკავშირდა. მათი ინფორმაციით, ჩოხატაურის მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის უფროსის, იამზე ვაჩეიშვილის ინფორმაციით, შემოდინების ნაკადის შემცირების გამო, ჩოხატაურში აბონენტებს წყალი გრაფიკით მიეწოდება.
„მოსახლეობას წყალი მიეწოდება დილის 8-დან 12-საათამდე და საღამოს 18-დან 24-საათამდე“, _ გვითხრა ვაჩეიშვილმა.