Українська правда-ს ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის კორონავირუსის გამოცდა საკუთარ თავზე სურდა.
„მინდოდა თავად გამევლო ეს ეტაპი, იმისთვის რომ ადამიანეს გაადვილებოდათ. როდესაც დეპრესიის მომენტი გვქონდა, შევიკრიბეთ. მე შევთავაზე გუნდს: მოდი მე გავხდები ავად. ჩემი იზოლაცია მოხდება. ამას ნორმალურად გადავიტან. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ ხალხი მიხვდეს, ყველა შეიძლება გახდეს ავად“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.
თუმცა, შემდეგ გადაწყვიტა, რომ ეს „ზედმეტი“ იყო.
„ოჯახი არ მაპატიებდა. იტყოდნენ, რომ სულელი ვარ“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.