კრიტიკულად მძიმეა 18-წლის ბიჭის მდგომარეობა, რომელსაც გორის ცენტრში, რესტორანთან სასტიკაც სცემეს.
კლინიკა გორმედის წარმომადგენელის თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში გვიან საღამოს შეიყვანეს.
,,რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულ მამაკაცს დაზიანებული აქვს თავის ქალის ფუძე, ასევე, სახის არეში ძვლის მოტეხილობა აღენიშნება”,_ აცხადებენ გორმედში.
შეგახსენებთ, გუშინ, გვიან საღამოს რეტორანში ჩხუბი მოხდა. შს სამინისტრომ გამოძიება 239-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ხულიგნობას გულისხმობს. წინასწარი ინფორმაციით, მუხლი გადაკვალიფიცირდება.
წყარო: qartli.ge