პარტია ლეიბორისტების ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური აღასასრულის დრო დადგა.
„ჩემს მიერ ქართველი ხალხისთვის მიცემული დაპირება შესრულებულია. დადგა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური აღსასრული. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში გაკეთებული დასკვნით, ბიძინა ივანიშვილი სავსებით სამართლიანად მიჩნეულია პრეზიდენტ პუტინის თანამოაზრედ. საქართველოს დესტაბილიზატორად და სანქცირების კანდიდატად“,_ განაცხადა ნათელაშვილმა.