წითელი და შავი მოცხარის გამოყენება სხვადასხვა, განსაკუთრებით, ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ, ოდითგანვე ცნობილია. ცნობილია ისიც, რომ სწორედ ამ კუთხით გამოიყენება ის, განსაკუთრებით, კი შავი მოცხარი, კოსმონავტთა მენიუში.
წითელი მოცხარი იწოვს მავნე ნივთიერებებს და დევნის მას ორგანიზმიდან. ასევე, ორგანიზმიდან გამოჰყავს ქოლესტერინი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ათეროსკლეროზის მკურნალობისას.
წითელი მოცხარის ნატურალურ წვენს გააჩნია სიცხის დამწევი უნარი, საგრძნობლად ანეიტრალებს ვირუსს, მავნე ნივთიერებებს. ასევე, ახასიათებს ოფლმდენი აქტიური ქმედება.
ზოგადად, საუკეთესოა მოცხარის წვენი, კომპოტი, ჟელე, მურაბა, თუმცა, უმი სახით საუკეთესოა სწორედ ინფექციური ან სხვა მავნე დაავადებების დროს.
შავი მოცხარი ძლიერი პროფილაქტიკური საშუალებაა ინფექციური დაავადების წინააღმდეგ. ასევე, საუკეთესოა ვირუსული სინდრომების დროს, იმუნიტეტის გასაძლიერებლად. იგი წარმოადგენს ვიტამინების ბუნებრივ და კომპლექსურ კონცენტრატს.
ხალხურ მედიცინაში ძველთაგანვე გამოიყენება მისი კვირტების და ფოთლების ნაყენი _ იგი იმუნიტეტის ასამაღლებლად და სისხლნაკლულობისთვის ერთგვარი სტიმულატორია. საუკეთესოა მოცხარის ფოთლების ჩაი.
გირჩევთ, მოაშენოთ მოცხარი, რაც ძალიან ადვილია _ იგი, უბრალოდ, კალმის ჩარჭობითაც მრავლდება. უყვარს განოყიერებული ნიადაგი. ასევე, ძალიან ლამაზი მცენარეა და ერთგვარ დეკორატიულ ელფერს მატებს გარემოს.