დღეიდან ევროკავშირის ქვეყნებმა საზღვრების გახსნას იწყებს, _ ამის შესახებ ინფორმაციაც BBC-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ბელგიამ, ხორვატიამ, შვეიცარიამ და გერმანიამ შეუზღუდავი მიმოსვლა უკვე დაიწყო.
ასევე, ჩეხეთი საზღვრების გახსნას 26 ქვეყანასთან იწყებს, თუმცა, ეს არ ეხება ბელგიელ, პორტუგალიელ, შვედ და ბრიტანელ ტურისტებს.
საბერძნეთი კი საზღვრებს ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან, იაპონიიდან და სამხრეთ კორეიდან ჩასული მოქალაქეებისთვის ხსნის.
BBC-ს ინფორმაციით, ავსტრია სასაზღვრო შეზღუდვების მოხსნას 16 ივნისიდან დაიწყებს, თუმცა, ეს არ შეეხება პორტუგალიიდან, ესპანეთიდან, შვედეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან ჩასულ მოგზაურებს.
ასევე, გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროკავშირსა და შენგენის ზონაში გადაადგილების აღდგენისთვის საკუთარი წვლილი შეაქვს გერმანიას _ ქვეყანამ საზღვრებზე კონტროლი გააუქმა, რომელიც მარტის შუა რიცხვებიდან მოქმედებდა.
რაც შეეხება ესპანეთს, ევროკავშირის ქვეყნებთან, პორტუგალიის გარდა, თავისუფალ მიმოსვლას 21 ივნისიდან დაიწყებს, პორტუგალიასთან საზღვარი კი 1 ივლისამდე იქნება ჩაკეტილი.