The Street-თან ამერიკელმა ინფექციონისტმა,ენტონი ფაუჩიმ ისაუბრა იმის შესახებ გვიცავს თუ არა ნიღაბი კორონავირუსისგან და რატომ არ ურჩიეს საზოგადოებას ნიღბების ტარება პანდემიის დასაწყისშივე.
“ნიღბები არ არის 100 პროცენტიანი დამცავი. თუმცა, მისი ტარება რა თქმა უნდა უკეთესია, ვიდრე არ ტარება. შეიძლება ადამიანი თავს კარგად გრძნობდეს,მაგრამ ასიმპტომური ინფექცია ჰქონდეს, ამიტომ ნიღაბი არის საშუალება ინფექციის გავრცელების ხელსეშაშლელად“,_ ამბობს ფაუჩი და აღნიშნავს, რომ სოციალური დისტანციის დაცვა და ნიღბის ტარება ერთად საუკეთესო საშუალებაა საზოგადოებაში გავრცელების შემცირებლად.
მან ასევე დაადასტურა, რომ თავდაპირველად ნიღბები არ იყო რეკომენდებული ფართო საზოგადოებისთვის,რადგან დეფიციტის საშიშროება იდგა.
„ამის მიზეზი ის არის, რომ ჩვენ შეშფოთებული ვიყავით. ამას ბევრი ადამიანი ამბობდა, შეშფოთებული იყო,რადგან პირადი დამცავი აღჭურვილობის, მათ შორის N95 ნიღბების და ქირურგიული ნიღბების, ძალიან მცირე რაოდენობის მარაგი იყო. ჩვენ გვინდოდა დავრწმუნებულიყავით, რომ ჯანდაცვის მუშაკები, რომლებიც საკმარისად მამაცი იყვნენ იმისთვის, ეზრუნათ იმ ადამიანებზე, რომლებიც დაინფიცირდნენ კორონავირუსით და მათი ინფიცირების საშიშროებაც იყო, იქნებოდნენ აღჭურვილობით უზრუნველყოფილი“,_ თქვა ფაუჩიმ.