ჩოხატაურში, კომპანია “წყალი მარგებელში” მყოფ მძღოლს პირველადი ტესტირებით კორონავირუსი დაუდასტურდა, _ ინფორმაციას გურია ნიუსთან ა(ა)იპ ჩოხატაურის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ნატო ჯიბუტი ადასტურებს.
ცენტრის დირექტორის თქმით, ნაბეღლავის დისტრიბუტორის განმეორებითი ტესტირების პასუხი კოვიდ 19-ზე ხვალ გახდება ცნობილი.
“მძღოლს, რომელიც ნაბეღლავში იმყოფებოდა, პირველადი ტესტირებით კორონავირუსი დაუდასტურდა.თუმცა ეს განგაშის საფუძველს არ გვაძლევს. მძღოლს ნაბეღლავში ყოფნისას ავადმყოფობის ნიშნები არ ჰქონდა. თბილისში ჩასვლიდან სამი დღის შემდეგ დაუდასტურდა პირველადი ტესტირებით. ხვალ იქნება განმეორებითი ტესტის პასუხები, _ გვითხრა ნატო ჯიბუტმა.
მისივე თქმით, მძღოლის კონტაქტები ჩოხატაურში ძალიან მცირეა.