“ნაბეღლავში არაფერი არ არის. მინდა გითხრათ, რომ გურია “მწვანე ზონად” რჩება“ – ამბობს “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელი, არჩილ მჟავია.
გავრცელებული ინფორმაციით “ნაბეღლავის“ ქარხანაში მყოფ მძღოლს პირველადი შედეგებით კორონავიურის დაუდასტურდა
“ეს ადამიანი სოფელ ნაბეღლავში 10 ივნისს იმყოფებოდა, რომელიც იყო სრულიად ჯანმრთელი. მას ქონდა ტესტი ჩატარებული და არ ქონდა დაფიქსირებული კორონავირუსი. იმავე დღეს დაიტვირთა მანქანა და დატოვა გურია. მაქვს ინფორმაცია, რომ ის მანქანიდან არ გამოსულა. ესენი დატვირთავში არ იღებენ მონაწილეობას. შემდეგ 72 საათის შემდეგ გაუკეთდა ანალიზი და უარყოფითი აჩვენა. ამის შემდეგ ის გადადიოდა საზღვარზე, სიცხის გაზვომის დროს დაუფიქსირდა სიცხე. ამის შემდეგ კორონავირუსზე მოწმდება თავიდან და ანალიზი დადებით პასუხს გვაძლევს. დღეს განმეორებით ტესტი ჩაუტარდება და ხვალისთვის იქნება პასუხი. მეორედ დადასტურების შემთხვევაში დაიწყება კლასტერების მოძებნა. ამ ადამიანს კი ნაბეღლავში ბევრი კონტაქტი არ აქვს”, _ გვითხრა არჩილ მჟავიამ.