“ნაბეღლავის” ორი თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება, _ ამის შესახებ კომპანიის მიერ განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ ისინი, თვითიზოლაციაში დაზღვევის მიზნით იმყოფებიან.
განცხადებში ასევე ნათქვამია, ტრაილერის მძღოლს ქარხანაში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, 9 ივნისს ჩატარებული ჰქონდა ტესტი, რომელიც იყო უარყოფითი.
შესაბამისად კომპანია აღნიშნავს, რომ სს „წყალი მარგებლის“ ყველა თანამშრომელი არის ჯანმრთელი და მათ პირდაპირი კონტაქტი დაინფიცირებულ მძღოლთან არ ჰქონიათ.
ცნობისთვის, მძღოლს კორონავირუსი 18 ივნისს დაუდასტურდა.