ალეკო ელისაშვილი “ლეიბორისტებს” გამოეთიშა. მისი თქმით, იქ სეკრებილი ადამიანების დიდი ნაწილისთვის”პოლიტიკა საშოვარია”, _ ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა გადაცემა “რეაქციაში” ისაუბრა.
„ლეიბორისტების” ოფისში შეკრებილ ოპოზიციას გამოვეთიშე, რადგან 98% დისკომფორტს მიქმნიდა – მათთვის პოლიტიკა საშოვარია. იქ მყოფი ადამიანების 98% დისკომფორტს მიქმნიდა, “ნაციონალური მოძრაობით” დაწყებული და ძალიან ბევრი პარტიით დამთავრებული.
ვისთვისაც პოლიტიკა საშოვარია. იქ იყვნენ პასტით და ფურცლით რომ იყვნენ, რათა თავისი ხეირი დაეთვალათ, ბიუჯეტიდან რამდენს მოციცქნიან დაფინანსებას. ორ-ორი პარტიით რომ არიან დარეგისტრირებულები და რომ ჭამენ და ხრავენ საქართველოს ფულს.იმ აჯაფსანდალში ერთადერთი რამის გამო, პროპორციული არჩევნების მოთხოვნა იყო სახელმწიფოებრივი ამოცანა”.