ტყუპი
ჰაერის სტიქიის ამ წარმომადგენელს, როგორც წესი, ხანგრძლივი ვადით არაფერზე დარდი არ ახასიათებს.
მათ შორის, არც ფინანსური პრობლემები უქმნის დისკომფორტს განსაკუთრებულად. მით უმეტეს, რომ თანდაყოლილი ენაწყლიანობისა და კომუნიკაბელურობის გამო იგი ფლობს მამაკაცისთვის საჭირო “კოზირს”, რომელიც ქალების მოხიბვლისას პრაქტიკაში ძალიანაც გამართლებულია – ქალებს ხომ “ყურებით უყვართ”, ტყუპს კი საკმარისზე მეტად აქვს ალესილი ენა საიმისოდ, რომ არა ერთ, არამედ ერთბაშად რამდენიმე ქალსაც დაახვიოს თავბრუ.
ამიტომ პარალელური რომანები და თითოეული პარტნიორისგან “საჭირო სარგებლის” მიღება ტყუპი მამაკაცისთვის პრობლემა ნამდვილად არ გახლავთ.