საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ ავღანეთში ქართველი ჯარისკაცებისთვის წიგნებს გააგზავნის.
“დიდი საქმეები გრძელდება: ეროვნულმა ბიბლიოთეკა ავღანეთში მებრძოლი ჩვენი ჯარისკაცებისთვის სამკითხველო მოაწყო – ამჯერად 300 წიგნი გავაგზავნეთ. გამოცემებს სამხედროებისთვის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონი წაიღებს, რომელიც როტაციით საერთაშორისო მისიაში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება”, _ წერს გიორგი კეკელიძე.