რუსეთის ჯაშუშურმა განყოფილებამ გადაუხადა თალიბანს, ავღანეთში, აშშ-ს ჯარებზე თავდასხმისთვის. ამის შესახებ ამერიკის დაზვერვის ანგარიშშია ნათქვამი.
The New York Times-ის ინფორმაციით, აღნიშნული შეფასება თეთრ სახლს გაზაფხულზე გადაეცა, მანამდე კი რამდენიმე პირისთვის იყო ცნობილი. თუმცა,ამ შეფასებით შეუძლებელია დადგინდეს გამოიწვია თუ არა თალიბანისთვის გადახდამ ავღანეთში ამერიკელი სამხედროების დაღუპვა.
Fox news-ის ინფორმაციით, თეთრმა სახლმა, ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ და პენტაგონმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს. კითხვებს არც ვაშინგტონში რუსეთის საელჩომ უპასუხა.
საქმე ეხება GRU- ს საიდუმლო განყოფილებას, რომელიც, დასავლეთის ოფიციალური პირების თქმით, ზოგჯერ ასრულებდა სასიკვდილო ოპერაციებს მოსკოვის მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ. მათი თქმით, იგივე განყოფილება პასუხისმგებელი იყო სერგეი სკრიპალის, GRU– ს ყოფილი ოფიცრისა და მისი ქალიშვილის, მოწამვლაზე. რუსეთმა უარყო მონაწილეობა.