„ძველი ოპოზიციის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის მხრიდან საარჩევნო სისტემის ჩაგდებაზე და საკონსტიტუციო ცვლილებების ბლოკირებაზე გაკეთებული განცხადება უკვე მეორეა, რითაც საბოლოოდ აიხსნება, თუ რატომ არ დაუჭირა ოპოზიციის ამ ნაწილმა მხარი საკონსტიტუციო ცვლილებას და ახალ საარჩევნო სისტემას“,_ ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.
თალაკვაძის განცხადებით, იკვეთება, რომ ეს არის კოორდინირებული და თუ “ევროპული საქართველოს” და “ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო წარმომადგენლების მხრიდან მკაფიო განცხადებები არ გაკეთდება, ემიჯნებიან თუ არა “საარჩევნო სისტემის ჩაგდების” გეგმას, ჩავთვლით, რომ ეს სწორედ მათი გეგმაა.
„ამ ფონზე, ჩვენი პირობა, რომელიც 8 მარტის შეთანხმებისას დავდეთ, რომ მხარი დავუჭიროთ და დავამტკიცოთ საკონსტიტუციო ცვლილებები – ძალაშია და ორშაბათს ჩვენს პოზიციას კენჭისყრით კიდევ ერთხელ დავადასტურებთ“,_ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.