საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მე-15 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. სულ ქვეყანაში კორონავირუსი 924 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 785 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა.