„ამერიკის შეერთებულ შტატებს ეცოდინება წლის ბოლოს ან 2021 წლის დასაწყისისთვის, არის თუ არა კორონავირუსის ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური“,_ აღნიშნული განცხადება აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ გააკეთა.
ცნობისთვის, გასულ კვირას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მსოფლიოში 16 კომპანიაა, რომელიც მზადაა ვაქცინის ადამიანზე გამოსაცდელად.
აშშ-ში 10-ზე მეტი კომპანია ან უკვე ატარებს ცდას ადამიანებზე, ან ემზადება ცდის დასაწყებად.