ზუგდიდში covid-19-ის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფორმაციას ადასტურებენ ზუგდიდის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში. მათი თქმით, ინფიცირებული 60 წლამდე მამაკაცია, რომელიც, საქართველოში რუსეთიდან ლარსის გამშვები პუნქტის გავლით 30 ივნისს შემოვიდა.
პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იგი ამ დროისთის რუხის კლინიკაშია მოთავსებული. ასევე, მოკვლეულია მისი ორი კონტაქტი და ისინი საკარანტინო სივრცეში არიან გადაყვვანილები.