შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ სამინისტროში გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძებასთან დაკავშირებით გამართული ბრიფინგის შემდეგ მედიის მიერ, მცხეთაში მომხდარი ხანძრის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.
„ფაქტზე გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს. გუშინ ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები იმის გასარკვევად, თუ რა მოხდა, განზრახ არის ეს ხანძარი გაჩენილი თუ გარკვეული გაუფრთხილებლობა იყო. შემთხვევის ადგილთან დაკავშირებით, საგამოძიებო ორგანოების მიერ ჩატარებულია ყველა გადაუდებელი და შემხვედრი საგამოძიებო მოქმედებები. ეს არის გამოძიების საგანი- ცალკე საქმე ხანძართან დაკავშირებით მიმდინარეობს და დაველოდოთ მის შედეგებს“,- განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.