„რად გვინდა ეს გადავადებები, თუ ადამიანები კორანა ვირუსით კი არა, შიმშილით დაიხოცებიან!“ _ ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დიმიტრი ხუნდაძეს, რომელმაც პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები წარმოადგინა. ცვლილებების თანახმად, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლება 2020 წლის ბოლომდე უხანგრძლივდება.
„ჯერ კიდევ საგანგებოს გამოცხადებას მოჰყვა საკმაოდ მძიმე შედეგები ეკონომიკაში, რომელსაც „ოცნების“ მთავრობა არ ითვალისწინებს. ამ გადავადებებით კი, მართლაც უმძიმეს სიტუაციას მივიღებთ.
რადგან, პრემიერმა გახარიამ ისიც კი ვერ მოახერხა, რომ მისი განცხადება, რომელიც პარლამენტის ამ მაღალი ტრიბუნიდან ორჯერ გააკეთა, ადამიანებისთვის გარანტი გამხდარიყო! და ბანკებს და მიკროსაფინანსოებს მართლა პროცენტის დარიცხვის გარეშე გადაევადებინათ შემოსავლების გარეშე დარჩენილებისთვის სესხები“, _ აცხადებს დავით ჭიჭინაძე და დიმიტრი ხუნდაძეს მიმართავს : „იქნებ პარლამენტმა მაინც გაითვალისწინოს ადამიანების მდგომარეობა და იძულების წესით მაინც მოხდეს ფორს-მაჟორის ამოქმედება, თორემ ისეთ უმძიმეს სიტუაციას მივიღებთ, კორონა კი არა, შიმშილით დაიხოდებიან ადამიანები!“