საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 1003-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 873 ადამიანი. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.
ბოლო მომაცემებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილია – 15 კარანტინის რეჟიმშია – 5640, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 244 ადამიანი რჩება. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია 31 საქართველოს მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.