დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის ხუთიდან შვიდამდე შემთხვევაში ინფიცირების პირველწყაროს დადგენა ვერ ხერხდება.
გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ სხვადასხვა დასახლებები გარდაბანში შესაძლოა ჩაიკეტოს.
„ხუთიდან შვიდამდე შემთხვევაა, სადაც ვერ გავდივართ პირველწყაროზე, დაახლებით ამ ფარგლებშია და ეს ნიშანია იმისა, რომ ინფექცია ტრიალებს, ცირკულირებს მოსახლეობაში, როდესაც პირველწყაროზე ვერ გავდივართ. ეს არ არის ღონისძიებების გამკაცრების, სხვადასხვა დასახლებების ჩაკეტვის საფუძველი. გარდაბნის სოფლებში ჩვენ ყველა წყარო ვიცით, მაგრამ იმის გამო, რომ დამყოლობა არის ცუდი, უნდა განხორციელდეს ასეთი ღონისძიებები. სხვა შემთხვევებში ფართომასშტაბიან კვლევებს ყველა კონტაქტირებულთან ვაწარმოებთ და იმედია, უმრავლეს შემთხვევაში, პირველწყაროზე გავალთ, ეს არ არის ხოლმე ერთი დღის და ერთი საათის საქმე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.































































