ვერძი
სანამ ამ ქალს ცოლად მოიყვანთ, კარგი იქნება გაიხსენოთ, რომ მის ზოდიაქოს პლანეტა მარსი მართავს. მარსი კი მოგეხსენებათ ომის, ნგრევისა და ათასი უბედურების მფარველი ღვთაება გახლდათ მითოლოგიაში. თანაც მამრი ღვთაება, განა ვიღაც ფრთაფარფატა ქალღმერთი.
ვერძი ქალისთვის საოჯახო საქმეების კეთების იძულებამ შესაძლოა თქვენი ოჯახური სიმყუდროვე, მალე ფრონტის ხაზად გადააქციოს თუკი მას ზემოხსენებული მარსის ენერგეტიკამ დარია ხელი. საქმე იმაშია, რომ ქალი ვერძისთვის სახლი ძალიან მცირე ფართობია საკუთარი შემოქმედებითი ენერგიის რეალიზაციისთვის, ამიტომ გასაკვირი არ არის ის ფაქტი, თუ რატომ ვერ ხედავს იგი ვერანაირ შთაგონებას “ოლივიეს” მზადებაში, მაშინ როცა შეუძლია თავბრუდამხვევი კარიერა გაიკეთოს და გაცილებით უფრო ფართო საზოგადოებას მოაწონოს თავი საკუთარი ნიჭიერებით.
თუ მისი კეთილგანწყობის მოპოვება გსურთ და სურვილი გაქვთ თქვენი ცოლი ცოტათი მაინც მოარგოთ ოჯახის დიასახლისის როლს, შეეცადეთ პროფესიული საქმიანობისთვისაც დაუტოვოთ დრო. სხვა შემთხვევაში ომი გარდაუვალი იქნება.