კურო
კუროები მშვიდი, გაწონასწორებული და დინჯი ადამიანები არიან.
საიმისოდ, რომ კუროს თავი შეაყვარო, დიდი მოთმინება და მონდომებაა საჭირო. ეს ადამიანი არასოდეს იღებს ადვილად გადაწყვეტილებას, როცა საქმე პირად ცხოვრებას ეხება.
იმიტომ, რომ კარგად აქვს გაცნობიერებული პასუხისმგებლობა, როგორც საკუთარი, ისე სხვისი გრძნობების მიმართ.
კუროსთან ურთიერთობა ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდება ყოველთვის. სამაგიეროდ, თუ ამ ადამიანმა ცხოვრების მეგზურად აგირჩიათ, გწამდეთ, მის გვერდით მუდამ სტაბილურად და ემოციურად უსაფრთხოდ იქნებით.