რუსეთში პრეზიდენტ პუტინის წინააღდეგ აქცია გაიმართა.
როგორც Reuters იუწყება, შაბათს ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. მათი თქმით, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ადგილობრივი პოლიტიკური კრიზისის მიმართ არაკეთილგანწყობილია.
ხაბაროვსკის მაცხოვრებლები უბედურები არიან რეგიონში პოპულარული გუბერნატორის, სერგე ფურგალის დაკავების გამო. მას ბრალად მკვლელობა ედება. ბრალდებას დაკავებული უარყოფს.
მომიტინგეები სკანირებდნენ “პუტინი წადი!” და ”პუტინი ქურდია!”. აქციის მონაწილეების თქმით, მათ სურთ, რომ ფურგარლი ხაბაროვსკში გაასამართლონ.
საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეობა დაახლოებით 6 500-მა ადამიანმა მიიღო. ერთ ადგილობრივ მედიასაშუალებაში ეს რიცხვი 20 000-მდეა, ზოგიერთმა მედია საშუალებამ და ოპოზიციურმა აქტივისტებმა თქვეს, რომ 50 000 – მდე ადამიანი ესწრებოდა აქციას და რომ ეს იყო ყველაზე დიდი პროტესტი აქამდე.
ნაციონალისტური LDPR პარტიის წევრები ამბობენ, რომ ის ისჯება იმისთვის, რომ 2018 წელს მმართველის პარტიის კანდიდატი დაამარცხა.
დაძაბულობის შესამსუბუქებლად, ორშაბათს პუტინმა დანიშნა გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი. მომიტინგეებმა განაცხადეს, რომ თავს შეურაცხყოფილად გრძნობდნენ მიხაილ დეგტიარიოვის არჩევით, რომელსაც არ აქვს კავშირი რეგიონთან და მოითხოვეს, რომ ის გადადგეს.