ოპერის მომღერალი ნატალია ქუთათელაძე პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, სოციალურ ქსელ ფეისბუქში ეხმაურება.
„უკვე სიტყვებიც არ მყოფნის იმის გამოსახატად, რასაც ჩვენ ქალაქს ეს ბანძი უგემოვნებო და უთავმოყვარეო ადამიანები უკეთებენ წლების მანძილზე!
არქიტექტორებო, თქვენ არ გაწუხებთ ეს პრობლემა? სადღაც რომ ზიხართ ჩუმად და ხმას ვერ იღებთ და უყურებთ ამ მარაზმს, არ გრცხვენიათ?
ან საერთოდ რატომ არასდროს არაფერზე არ გვაქვს ადექვატური რეაქცია მოქალაქეებს? მოგწონთ ის ხედი, რასაც თქვენი აივნებიდან უყურებთ? ალბათ მოგწონთ…”_წერს ოპერის მომღერალი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ გაასაჯაროვა თუ როგორი იქნება რუსთაველის გამზირის პარლამენტის წინ არსებული ტერიტორია რეაბილიტაციის შემდეგ.