წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს კიდევ ერთი თანამშრომელი დააკავეს. დაკავება გვიან ღამით, საბერიო-ფახულანის საოკუპაციო საზღვართან მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებულის სამსახურებრივ ავტომობილში დიდი რაოდენობით კონტრაბანდული სიგარეტი იპოვეს.
დაკავების ფაქტთად დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 8 310 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის სავარაუდო ღირებულება 34 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან რვა წლამდე ვადით.