_ უსკუდარის ცახოცი გეგონება, რა კოხტად წუუკრავს ნინოიას თავი მაგ კალათიზა. რა ხილი მიაქვს, ნეტაი, ბაზარში. მარა, შით არ ჩეიხედავს, ისე იყიდის კაცი, _ასე ხუმრობენ ჭანიეთი-ოზურგეთის სამგზავრო ავტობუსში დილაადრიან ქალაქს მიმჩქარი გურულები.
ხუმრობაზე გულიანად ეცინება კალათას პატრონს, ნინო ქავთარაძეს _ ჯერ ქაღალდი დავაფარე, მაგრამ მერე უფრო კოხტად წავუკარი „თავი“ თავსაფრით, ლამაზად და კოპწიად ყოფნა კალათასაც უხდება და კლიენტიც „თვალს დაატანსო“.
სამეზობლოს მგზავრები კი უკვე გულიანად ახარხარდნენ_ „სურათს უღებ? ოოო, გეიყიდა კალათიან-ცახოციანად ნინოს ვაშლი, ამფერი იღბალი ზოგ გასათხუარს არ ექნება“…