საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის საქართველოში ვირუსით სულ 17 ადამიანია გარდაცვლილი.
როგორც ცნობილია დღეს გარდაცვლილი პაციენტი მცხეთის კლინიკაში მკურნალობდა.
ის 79 წლის ქალია და კორონავირუსითან ერთად თანმხლები დაავადებები ჰქონდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1155 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 929-ს შეადგენს.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმში 6489 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 337.