უკვე ორი კვირაა, უშედეგოდ ეძებენ მესტიაში დაკარგულ 13 წლის მოზარდს, ილია ფილფანს. სამძებრო ღონისძიებები მესტიის გარდა, ასევე, ანაკლიაში, ქობულეთსა და ურეკშიც მიმდინარეობს, რომელშიც 80-მდე მაშველი და ერთი ვერტმფრენია ჩართული.
შეგახსენებთ, რომ ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.
შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო.