ფოთში, მდინარე რიონში, 19 წლის გოგოს სამძებრო ღონისძიებები მესამე დღეა, უშედეგოდ გრძედება.
როგორც “გურია ნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია 46 მეხანძრე-მაშველი, 4 მყვინთავი, ასევე, 4 ნავი, ერთი ექოლოტი, რომელიც ახდენს ფსკერის სკანირებას და დრონი.
შეგახსენებთ, სუიციდის ფაქტი 3 აგვისტოს მოხდა. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.