მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განაცხადა, რომ მოქალაქეები, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში სვანეთში იმყოფებოდნენ, კორონავირუსის ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში ცენტრებს უნდა მიმართონ ან დაუკავშირდნენ 112-ს.
„მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ უშგულში, დაბა მესტიასა და სოფელ ლენჯერში, ნებისმიერი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, ტესტირების მიზნით, მიმართონ ცხელების ცენტრებს ან დაუკავშირდნენ 112-ს“,_ განაცხადა ხოჯევანიშვილმა.