მესტია, უშგული, ლენჯერი- საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ეს არის შემთხვევა, როდესაც კორონავირუსმა დაგვანახა, რომ ის არსად წასულა.
„ეს არის ის შემთხვევა, როდესაც კორონავირუსმა თვალნათლივ დაგვანახა, რომ ის არსად წასულა და თუ ყველა წესს ყველა არ დავემორჩილებით, შემდეგ იძულებული გავხდებით, რომ შემზღუდავი ღონისძიებები განვახორციელოთ. ახლა ვინც არის დარჩენილი მესტიის რაიონში, იქ წესები გაკაცრდება, მინდა მოვუწოდო მათ, ყველამ მაქსიმალურად დაიცვან წესები, ნიღბის ტარება აუცილებელია დახურულ სივრცეში, ხოლო დისტანციის დაცვა საჭიროა, მათ შორის, ღია სივრცეშიც“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.