ამერიკის შეერთებულ შტატებში, თეთრ სახლთან ისროლეს.
როგორც BBC იუწყება, სროლის გამო პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბრიფინგი რამდენიმე წუთით შეწყვიტა.
გავრცელებული ინფორმაციით, საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლებმა დაჭრეს ადამიანი, რომელიც თეთრი სახლის გარეთ შეიარაღებული იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მიუახლოვდა ოფიცერს, უთხრა, რომ მას იარაღი აქვს და მიიღო მსროლელის პოზიცია, რის შემდეგაც ოფიცერმა მას ესროლა.
საიდუმლო სამსახურის წარმომადგენელიც და 51 წლის ბრალდებულიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პრეზიდენტმა ბრიფინგი მას შემდეგ გააგრძელა, რაც სიტუაცია კონტროლს დაექვემდებარა.
მისი თქმით, მან არ იცის, აქვს თუ არა აღნიშნულ მის მიმართ რაიმე განზრახვა.